რუსეთ-უკრაინის ომი

კირილ ბუდანოვი – რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები გაგრძელდება და სიღრმისეული იქნება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა თქვა, რომ “რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები გაგრძელდება და უფრო და უფრო სიღრმისეული იქნება”. 

ABC News-თან ინტერვიუს პირველ კითხვას, განახორციელა თუ არა უკრაინამ დარტყმები რუსეთში მდებარე საჰაერო ბაზებზე, ბუდანოვმა არ უპასუხა. მისი თქმით, პასუხი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გაიცემა.

ბუდანოვის თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები “უფრო და უფრო ღრმად” იქნება.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ  არა შეტევები ყირიმის ტერიტორიაზე, ბუდანოვმა თქვა: “ყირიმი - უკრაინის ტერიტორიაა. ეს ჩვენი ტერიტორიაა. ჩვენ ვერ გამოვიყენებთ ვერანაირ იარაღს ჩვენს ტერიტორიაზე.”

კომენტარები