გაეროს ანგარიშით, აგვისტოში უკრაინაში სულ მცირე 184 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 856 კი დაშავდა, ხოლო 2022წლის თებერვლიდან დღემდე სულ დაშავდა 24 614 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიღუპა 11 743.
"გაერო კონფლიქტთან დაკავშირებული ძალადობის შედეგად სამოქალაქო ზიანის შესახებ ინფორმაციას წყაროების ფართო სპექტრიდან აგროვებს, მათ შორის მსხვერპლებთან, მათ ნათესავებთან და მოწმეებთან ინტერვიუებიდან; ღია წყაროს ინფორმაცია, მათ შორის ფოტო და ვიდეო მასალა; სასამართლო ექსპერტიზის ჩანაწერები და ანგარიშები; სისხლის სამართლის გამოძიების მასალები; სასამართლო დოკუმენტები; საერთაშორისო და ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები; სამართალდამცავი და სამხედრო პირების საჯარო მოხსენებები; სამედიცინო დაწესებულებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემები.
ყველა წყარო და ინფორმაცია ფასდება მათი შესაბამისობისა და სანდოობის მიხედვით და გადამოწმებულია. ზოგიერთ შემთხვევაში, დადასტურებას დრო სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ, რაც უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი, სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ დასკვნები შეიძლება გადაიხედოს და რიცხვები შეიცვალოს". - ვკითხულობთ გაეროს ანგარიშში.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად აგვისტოში, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი 91% და საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ობიექტების დაზიანება 95% იყო. თავდასხმების შედეგად ამავე თვეში რუსეთმა გაანადგურა 2 სამედიცინო და 13 საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო დააზიანა 28 სამედიცინო და 38 საგანმანათლებლო დაწესებულება.