ევროპა

BBC: ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ყველაზე დაბალია მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა

Reuters

BBC-ის ინფორმაციით, 2 იანვრის მონაცემებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ყველაზე დაბალ ნიშნულამდე – ერთ მეგავატ საათში 72.75 ევრომდე დაეცა. ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ ეს ფასი თითქმის ხუთჯერ იაფია, ვიდრე აგვისტოში იყო.

როგორც BBC-ი წერს, ფასის ამგვარი შემცირება, დიდწილად, ევროპაში თბილი ზამთრით აიხსნება, რაც, თავის მხრივ, ბუნებრივი აირის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

თუმცა, მედიის ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი კვლავაც საკმაოდ მაღალია.

კომენტარები