BBC-სთან ინტერვიუში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ თქვა, რომ გლობალური ეკონომიკის მესამედი 2023 წელს რეცესიაში იქნება.
კრისტალინა გეორგიევას თქმით, 2023 წელი "უფრო რთული" იქნება, რადგან აშშ-ის, ევროკავშირის და ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ნელდება. IMF-ის ხელმძღვანელის პროგნოზით, ევროპისთვის რეცესია გარდაუვალია, აშშ კი მის ზღვარზეა.
მოსალოდნელი რეცესიის მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომი, მზარდი ფასები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და ჩინეთში COVID-19-ის გავრცელებაა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე.
“ისეთი ქვეყნების შემთხვევაშიც კი, სადაც რეცესია მოსალოდნელი არ არის, ასობით მილიონი ადამიანი ამას მაინც იგრძნობს“, - თქვა მან



![ახლა ვინც არის [სუს-ში ივანიშვილისთვის] სანდო და თავისი არ არის?! – შარმანაშვილი](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2024/09/410184772_7663986620284502_8386643929780697349_n.jpg?h=31908307&itok=lgGp71ef)

