მსოფლიო ეკონომიკა

ისტორიაში პირველად მსოფლიო ეკონომიკა 2022 წელს $100 ტრილიონს გადააჭარბებს

reuters.com

ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის ცენტრის ანგარიშის თანახმად (CEBR), ისტორიაში პირველად 2022 წელს მსოფლიო ეკონომიკა $100 ტრილიონს გადააჭარბებს.

ანგარიშის თანახმად, 2030 წლისთვის ჩინეთი აშშ-ს გადაასწრებს და მსოფლიოს პირველი ეკონომიკა იქნება.

მოსალოდნელია, რომ შემდეგ წელს ინდოეთი საფრანგეთს გადაასწრებს, ხოლო 2023 წლისთვის დიდ ბრიტანეთსაც და მსოფლიოში მეექვსე ადგილს დაიბრუნებს ეკონომიკის სიდიდით.

ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის თანახმად, პანდემიის ეფექტიდან გამოსვლასთან ერთად გლობალური მშპ გაიზრდება, ხოლო მომავალ წლებში მთავარი გამოწვევა ინფლაცია იქნება, შესაბამისი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში კი, 2023-24 წლებისთვის მსოფლიო რეცესიისთვის უნდა მოემზადოს.

"2020-იანი წლებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება თუ როგორ გაუმკლავდებიან მსოფლიო ეკონომიკები ინფლაციას, რომელმაც ამ დროისთვის აშშ-ში 6.8%-ს მიაღწია. იმედი გვაქვს, შედარებით მოკრძალებული  კორექტირება არატრანზიტორულ ელემენტებს კონტროლის ქვეშ მოაქცევს. სხვა შემთხვევაში, მსოფლიოს 2023 ან 2024 წლისთვის რეცესიისთვის მომზადება მოუწევს". - ამბობს დუგლას მაკუილიამსი, CEBR-ის თავმჯდომარის მოადგილე.

ანგარიშის მიხედვით, გერმანია იაპონიას გაასწრებს 2033 წელს ეკონომიკის გამოშვების კუთხით, ხოლო რუსეთი 2036 წელს მეათე ყველაზე დიდი ეკონომიკა იქნება, მეცხრე ადგილს კი 2034 წლისთვის ინდონეზია დაიკავებს.

 

კომენტარები