მსოფლიო ეკონომიკა

ევროკომისია: 2021 წელს ეკონომიკა 5.2%–ით გაიზრდება, ტურიზმი არ აღდგება

Immigrantinvest.com

ევროკომისიამ ტრადიციული, ზამთრის ეკონომიკური პროგნოზი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 წლის მაკროეკონომიკური გარემოა განხილული.

კომისია 2021 წელს მსოფლიო(EU–ს გარეშე) ეკონომიკის 5.2%–იან ზრდას ვარაუდობს, მაგრამ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენას შორეულ პერსპექტივად განიხილავს.

დოკუმენტის მიხედვით, ევრობლოკის ეკონომიკა როგორც 2021, ასევე 2022 წლებში 3.8%–ით გაიზრდება, ხოლო კონკრეტულად ევროკავშირისა – 3.7% და 3.9%–ით. ამ ნაწილში შემოდგომის პროგნოზისგან არსებითი ცვლილება არ გვხვდება, ნოემბერში, ევროკომისიის მკვლევრები როგორც ევროკავშირის, ასევე ევრობლოკის ზრდას 2021–2022 წლებში 4.2% და 3%–ით აფასებდნენ.

რაც შეეხება მსოფლიო ეკონომიკას(EU–ს გარეშე), დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს 5.2%–იან ზრდას უნდა ველოდოთ, 2022–ში კი – 3.8%-ს. შემოდგომის პერიოდის ანალოგიურ დოკუმენტში 2021 წელს მსოფლიოს მშპ–ის(EU-ს გარეშე) ზრდა 4.7%–ით იყო განსაზღვრული, 2022 წელს კი – 3.7%–ით. როგორც ანალიზში ვკითხულობთ, გაუმჯობესებული პროგნოზი აზიური ბაზრების გამოცოცხლებითა და მუდმივად მზარდი მოთხოვნითაა განპირობებული, დანარჩენი რეგიონებისთვის კი არაფერი იცვლება. 

2021 წელს ვაჭრობის გამოცოცხლებასაც უნდა ველოდოთ. დოკუმენტის მიხედვით, ამ წელს მსოფლიო(EU–ს გარეშე) იმპორტი 7.5%–ით გაიზრდება, 2022 წელს კი 4.9%–იანი ზრდა მოყვება. 

რაც შეეხება ნავთობს, ევროკომისია 2021 წლის საშუალო ნედლი ნავთობის ფასს ბარელზე $54.2 დოლარს პროგნოზირებს, 2022 წელს კი – $51.9–ს. 

დაბოლოს, დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს ტურიზმი პანდემიამდელ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდება. წლის განმავლობაში დაგეგმილი მასობრივი ვაქცინაციის მიუხედავად, აღდგენის პროცესი ბევრად ხანგრძლივი იქნება.

კომენტარები