რუსეთ-უკრაინის ომი

კიევში წყალმომარაგება აღდგენილია, მოსახლეობის ნაწილი გათბობის გარეშე რჩება

16 დეკემბრის თავდასხმის შემდეგ კიევში წყალი და ელექტროენერგია კიევის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მიეწოდებოდა. CNN-ის ცნობით, ამ ეტაპზე კიევში წყალმომარაგება და მეტროს მომსახურება აღდგენილია. 

"დედაქალაქის ყველა მცხოვრებს წყალმომარაგება აღუდგა. კიევის მაცხოვრებლების ნახევარს უკვე აქვს გათბობა და ჩვენ ვმუშაობთ მის აღდგენაზე ქალაქის ყველა მაცხოვრებლისთვის…

ელექტროენერგია უკვე ხელმისაწვდომია კიევის მოსახლეობის ორი მესამედისთვის. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროენერგიის დეფიციტი საგრძნობია, კვლავ გამოვიყენებთ გადაუდებელი გათიშვის გრაფიკებს. ენერგეტიკოსები ითხოვენ, გავაგრძელოთ ელექტროენერგიის დაზოგვა". - თქვა ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ. 

გუშინ, 16 დეკემბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

კომენტარები