მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

"ვივამედს ტექნიკური მოწყობილებები არ აქვს" – სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად ვერ ჩაერთო

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად ვერ ჩაერთო. მიზეზად დასახელდა, რომ კლინიკა ვივამედს "შესაბამისი ტექნიკური მოწყობილებები არ აქვს". იქამდე, კლინიკა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა თქვა, რომ ექსპრეზიდენტი მზად არის, სასამართლო პროცესს ONLINE დაესწროს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების შესახებ პროცესი მიმდინარეობს. მოპასუხე მხარე, პენიტენციური სამსახური საქმის მასალების შესასწავლად პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს, თუმცა, სასამართლოს შეფასებით, ამას ერთი თვე არ სჭირდება. ამასთან, მსჯავრდებულის დასწრებასთან დაკავშირებით, მოსამართლემ იკითხა, "მომდევნო კვირას, მომდევნო თვეს, მომდევნო წელს რომ ჩავნიშნოთ პროცესი, ჩართვის საკითხს წავწევთ წინ?", რაზეც მოპასუხე მხარემ თქვა, რომ "პენიტენციური სამსახური მაქსიმალურად ეცდება პრობლემის მოგვარება".

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები მისი სასჯელის გადავადებას ან მის სრულ გათავისუფლებას ითხოვენ. ექიმების, ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – მათივე ინფორმაციით, სააკაშვილი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

კომენტარები