ოპოზიცია

ხაზარაძე: სააკაშვილის ჩამოსვლამ შეცვალა ოპოზიციის მდგომარეობა – მანამდე ოცნებას ვუგებდით

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ და მისმა დაკავებამ 1 ოქტომბერს, როცა 2 ოქტომბერს ჩვენ გვქონდა არჩევნები, მთლიანად შეცვალა ქართული ოპოზიციის მდგომარეობა. ჩვენ მანამდე ყველა დათვლებით ვიგებდით, ვუგებდით ხელისუფლებას. შარლ მიშელის დოკუმენტით გვქონდა უზარმაზარი შანსი, 43%-იანი ბარიერის არგადალახვის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ისევ გადალაგდა ორპოლუსიანობაზე.

[...] თუ ჩვენ დასკვნები არ გავაკეთეთ, არ ვაღიარეთ და არ ეყო ყველას იმის ვაჟკაცობა, რომ თქვას, რა იყო შეცდომა და რა არ იყო შეცდომა, სულ ასეთ ჩაკეტილ წრეში ივლიან ოპოზიციაც და მოქალაქეებიც.

თქვა პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში.

კომენტარები