ოპოზიცია

დეკანოიძე: სამეულს ენმ-ს ორბიტაზე შესვლას არ ვურჩევდი – ენმ ორბიტაზე ყველას გადაყლაპავს

ერთიანი სია არ მეჩვენება ჭკვიანურად, რადგან უახლესი სპეციფიკური ისტორიული გამოცდილება გვაქვს. ჩვენ პარლამენტში მოხვედრა კი არა, ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილება გვინდა ძალაუფლებიდან, ხომ? ამიტომ ყველა თავის პარტიულ, არა ნომენკლატურულ, არამედ იდეურ განსაზღვრაში უნდა იყოს უფრო აქტიური. ნაციონალური მოძრაობის ორბიტაზე იქნება კონკრეტული პარტიები, მაგრამ მე მგონია, ჩემი დაკვირვებით, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ამ პარტიაში აღარ ვარ, ეს მანამდეც ნათქვამი მაქვს, ნაციონალური მოძრაობა იმდენად დიდი პარტიაა, რომ ყველას, ვინც გადაწყვეტს, რომ მის ორბიტაზე შევიდეს, გადაყლაპავს.

[...] მე თუ მკითხავთ, ე.წ. სამეულს [ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე] არ ვურჩევდი, რომ ამ ორბიტაზე შევიდეს. ზურა ჯაფარიძეს ჰქონდა თავისი სეგმენტი, ახალგაზრდული, ამავე დროს ძალიან ზრდადი, ყველა კვლევა აჩვენებდა მის ზრდას. არ მომისმენია, რომ მაინცდამაინც უნდა, ამ ორბიტაზე შევიდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე ასე შევხედავდი, რომ გაცილებით უფრო ზრდადი და დამოუკიდებელი მოთამაშე შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, გამსხვილებები იქნება, ყველამ უნდა გადაწყვიტოს, დამოუკიდებლად მიდის, თუ არ მიდის, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ პარლამენტში მოსახვედრად არ მივდივართ, ჩვენ მივდივართ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი შევცალოთ.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ PalitraNews-ის ეთერში.

კომენტარები