ანაკლიის პორტი

ჯაფარიძე ანაკლიის პორტზე: ღარიბაშვილის ქოსატყუილასაც კი შეშურდებოდა

მისი [ირაკლი ღარიბაშვილის] შეშურდებოდა ქართული ზღაპრების გმირ ქოსატყუილასაც კი, გამომდინარე ტყუილის მასშტაბიდან. სინამდვილეში, ანაკლიაში იქნა ინვესტირებული $75 მლნ, რაც არის საერთაშორისო აუდიტორის მიერ დადასტურებული. ეს ციფრი და ეს დოკუმენტაცია არის ეკონომიკის სამინისტროში. თავი უნდა შეეწუხებინა პრემიერმინისტრს და მოეთხოვა ეკონომიკის სამინისტროდან რეალური ინვესტიციის ოდენობა, რომელიც დადასტურებული აქვს მაღალი რეპუტაციის აუდიტორულ კომპანიას. ეს არის ერთი ტყუილი, რომელიც მან დღეს გააჟღერა, თითქოს ინვესტიცია იყო 25 მილიონი და არა 75.  

მეორე დიდი ტყუილი, რომელიც მან თქვა, არის თითქოს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განახორციელეს 3 მილიონის ინვესტირება. სინამდვილეში, ეს არის $40 მილიონის ინვესტირება, რომელიც ასევე დადასტურებულია იმ დოკუმენტაციით, რომელიც წარდგენილია ეკონომიკის სამინისტროში უკვე რამდენიმე წელია და დევს იქ. ის, რომ დღეს ანაკლიაში მაცხოვრებელ ადამიანებს მართლაც დიდი პრობლემა აქვთ შემქნილი იმის გამო, რომ არის გაპარტახებული იქაურობა და არის სრული განუკითხაობა, არის ქართული ოცნების ხელისუფლებისა და მთავრობის პირდაპირი მიზეზით, მათი დანაშაულებრივი მოქმედებით. მათ 3 წლის წინ ჩამოართვეს ინვესტორს $75 მილიონი. 

ამბობს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე საუბრისას. ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. ღარიბაშვილმა ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ე.წ. ინვესტორები უწოდა და თქვა, რომ მათ 3 მილიონი აქვთ დახარჯული. 

კომენტარები