კანიე უესტი

კანიე უესტი: ჰიტლერის დადებით მხარეებსაც ვხედავ, მან გამოიგონა გზატკეცილები, მიკროფონი

DW

კანიე უესტმა ალექს ჯოუნსის შოუში ნაცისტებსა და ადოლფ ჰიტლერზე ილაპარაკა.

"ჰიტლერის დადებით მხარეებსაც ვხედავ. მან გამოიგონა გზატკეცილები, მიკროფონი, რომელსაც დღემდე მუსიკის ჩასაწერად ვიყენებ. ხმამაღლა ვერ იტყვი, რომ ამ ადამიანს კარგი არაფერი გაუკეთებია". – ამბობს უესტი.

ჰიპ-ჰოპ არტისტმა შოუში ასევე ნაცისტების შესახებაც ილაპარაკა:

"არ მიყვარს, როდესაც ნაცისტებს ბოროტებად მოიხსენიებენ. მიყვარს ებრაელები, ასევე მიყვარს ნაცისტებიც".

უესტი ბოლო პერიოდში არაერთი ანტისემიტური გამონათქვამის გამო გააკრიტიკეს. რეპერთან თანამშრომლობა შეწყვიტეს ბრენდებმა Adidas და Balenciaga. ცოტა ხნის წინ აღდგენილი Twitter-ის ანგარიში მუსიკოსს კვლავ დაუბლოკეს, მას შემდეგ, რაც რეპერმა დავითის ვარსკვლავად გადაკეთებული სვასტიკის ფოტო გამოაქვეყნა.

ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი 2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭის ყრას აპირებს. უესტმა ვიცე-პრეზიდენტობა დონალდ ტრამპს შესთავაზა.

კომენტარები