Reuters-ის ცნობით, კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ მასობრივი პროტესტის შემდეგ, ჩინეთი საკარანტინე პროტოკოლების შემსუბუქებისა და მასობრივი ტესტირების შემცირებას აპირებს.
ქვეყნის მასშტაბით დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, თუმცა, ვირუსის დაავადების გამომწვევი უნარის შესუსტების ფონზე, ზოგიერთმა ქალაქმა ლოკდაუნის გაუქმება გადაწყვიტა.
კოვიდშეზღუდვების შემსუბუქების გამოცხადებისას, ჯანდაცვის ორგანოებს საპროტესტო აქციები არ უხსენებიათ. სამოქალაქო დაუმორჩილებლობისას პოლიცია და დემონსტრანტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს, BBC-ის ცნობით, პოლიციამ შანხაიში ჟურნალისტს სცემა და დააკავა, როდესაც ის კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აშუქებდა.
ჯანდაცვის ორგანოების თქმით, შემსუბუქებული შეზღუდვები მასობრივი ტესტირებისა და კოვიდის დადასტურების ან კონტაქტის შემთხვევაში იზოლაციის აუცილებლობის მოხსნას მოიცავს.