რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

Bloomberg: აშშ ვაგნერის ჯგუფის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას განიხილავს

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის წევრები უკრაინაში.
РИА Новости

Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას განიხილავს, რათა უკრაინის ომში მათი ჩართულობა და აფრიკის კონტინენტზე მათი გავლენის ზრდა შეამცირონ. 

ამ საკითხზე Bloomberg-თან საკითხზე ინფორმაციის მქონე ორმა ანონიმურმა წყარომ ისაუბრა. მათი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულა. ვაგნერის ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადება აშშ-ს მისცემს შესაძლებლობას, ჯგუფისა და მისი წევრების წინააღმდეგ აღძრას სისხლის სამართლის საქმეები და მათი აქტივების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში მიიღოს ზომები.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Bloomberg-თან ვაგნერის ჯგუფის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასთან დაკავშირებული საუბრების არსებობა არ დაადასტურა.

ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ბიზნესმენი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე, ევგენი პრიგოჟინი უკვე სანქცირებულია აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ.

დასავლელ მაღალჩინოსნებს, უკრაინის გარდა, ვაგნერის აფრიკის კონტინენტზე ყოფნაც აშფოთებთ. მარტში გაერომ გამოაცხადა, რომ ჯგუფის მიერ მალიში შესაძლო ადამიანის უფლებათა დარღვევებს იძიებდნენ. 


ევგენი პრიგოჟინმა ვაგნერის ჯგუფთან კავშირი პირველად 2022 წლის სექტემბერში აღიარა. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან. რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომში ვაგნერის ჯგუფს აქტიურად იყენებს.

რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ვაგნერის ჯგუფი, რომელსაც ბრალი ედება ომის დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ყველაზე ცნობილია.

"ძაღლური სიკვდილია" – პრიგოჟინი, სავარაუდოდ, ყოფილი ვაგნერელის სიკვდილით დასჯის კადრებზე

პრიგოჟინს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.

31 ოქტომბერს პრიგოჟინმა სანქტ-პეტერბურგში გამოაცხადა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ცენტრის დაარსება.

Meduza: პრიგოჟინი რუსეთში "პატრიოტული კონსერვატიული მოძრაობის" შექმნას აპირებს

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 31 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, რუსი ბიზნესმენი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი პოლიტიკურ ძალაუფლებას იმყარებს.

კომენტარები