რუსეთის საპატრიარქო

მანჯგალაძე კირილისთვის მილოცვაზე: უზნეობაა, დანაშაულია, როგორც პარტიის ერთი წევრი, ასე ვთვლი

რაც შეეხება პარტიის განცხადებას, პოლიტსაბჭოზე ამ საკითხზე არ გვიმსჯელია, მაგრამ მე შემიძლია ჩემი სახელით გიპასუხოთ და ჩავთვალოთ, რომ ეს არის სტრატეგია აღმაშენებლის ერთერთი წარმომადგენლის პოზიცია. მილოცვას რაც შეეხება, შექმნილ ვითარებაში, როცა რუსეთი უკრაინაში კლავს ბავშვებს, არგუმენტი, რომ რუსეთი არის მართლმადიდებლური ქვეყანა, ევქარასტიულ კავშირში ვართ, ესაა პროტოკოლი და ესე უნდა მოვიხსენიოთ, ეს არ არის ჩემთვის არგუმენტი. პირდაპირ ვიტყვი, უზნეობა და დანაშაულია ამ დროს მსგავსი განცხადება.

არის ალექსანდრიის საპატრიარქოს პრეცედენტი, რომელიც ევქარასტიულ კავშირში არ არის რუსეთთან და საქართველომაც, დროა უკვე, ისწავლოს მტრის და მოყვარის გარჩევა. რუსეთის საპატრიარქო არ არის ქრისტეს ეკლესია, ის არის ეფესბეს ფილიალი და ეფესბეს ფილიალს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. მე ჩემს თავს მივაკუთვნებ, მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილად ვთვლი დღესაც, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია, როცა საპატრიარქო ულოცავს ეფესბეს ფილიალს, დანაყოფს, რუსეთის ეკლესიას ნებისმიერ დღესასწაულს. პირდაპირ ვიტყვი, ჩემთვის, როგორც ეკლესიის ერთი წევრისთვის, მე ასე განვიხილავ ჩემს თავს, მიუღებელია საპატრიარქოს დამოკიდებულება ამ საკითხზე.

სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ტაბულასთან საუბარში, რუსეთის პატრიარქ კირილისთვის დაბადების დღის მილოცვაზე. საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს უსურვებს "ჯანმრთელობასა და ყველა ღვთიურ სიკეთეს". ასევე, "თქვენი და საერთო ძალისხმევით, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას, ასევე ჩვენს სახელმწიფოებს შორის".

კომენტარები