რუსეთის პატრიარქ კირილის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საპატრიარქოს საიტზე ვრცელდება. განცხადების მიხედვით, პატრიარქს აქვს ვირუსის მწვავე სიმპტომები, რის გამოც ის წოლით რეჟიმში იმყოფება.
"უახლოეს დღეებში მისი უწმინდესობის, პატრიარქი კირილის ყველა დაგეგმილი შეხვედრა და ვიზიტი გაუქმდა კოვიდით დაავადების გამო, რომელიც მწვავე სიმპტომებით მიმდინარეობს და საჭიროებს იზოლაციასა და წოლით რეჟიმს". – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.