საქართველოს საპატრიარქო და რუსეთი

"გისურვებთ, მალე აღდგეს რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობა" – ილია II კირილს იუბილეს ულოცავს

პატრიარქი კირილი და პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარი ილია მეორე, რუსეთის პატრიარქი კირილს დაბადების დღეს ულოცავს. ილია მეორის მილოცვის ტექსტი რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

პატრიარქის მილოცვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ;

"თქვენო უწმიდესობავ, 

ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს!

ამ რთულ დროს გისურვებთ ჯანმრთელობასა და ყველა ღვთიურ სიკეთეს. ასევე გისურვებთ, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას, ასევე ჩვენს სახელმწიფოებს შორის.

დაე დაგიფაროთ ღმერთმა თქვენ და თქვენი სამწყსო. 

სიყვარულით ქრისტეში

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი". - წერს ილია მეორე.

კომენტარები