G20-ის სამიტი

G20-ის სამიტზე ბაიდენი სუნაკს პირველად შეხვდება – განხილვის ერთ-ერთი თემა უკრაინაა

ჯო ბაიდენი და რიში სუნაკი
 Alessia Pierdomenico/Bloomberg via Getty Images

ოთხშაბათს, 16 ნოემბერს, დიდი ოცეულის (G20) სამიტის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი პირისპირ პირველად შეხვდებიან ერთმანეთს. 

ბაიდენისა და სუნაკის შეხვედრაზე სავარაუდო განხილვის საგანი უკრანის ომი, ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი და ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები იქნება. 

წინასწარი ცნობებით, რიში სუნაკი სამიტის ფარგლებში თავის პირველ გამოსვლას უკრაინაში მიმდინარე ომის დაგმობას მიუძღვნის. შეხვედრას დაესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც. 

დიდი ოცეულის შეხვედრა ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება. 

24 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ლიზ თრასმა თავისი 45-დღიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობა დატოვა, დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და ქვეყნის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი გახდა.

კომენტარები