საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი კლიმატის ცვლილებებზე ეგვიპტეში გაეროს კონფერენციაზე ისაუბრებს

საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, შარმ ელ შეიხში გაიმართება.

"მთავრობის მეთაური ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე"- აღნიშნულია განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, პრემიერმინისტრი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს და "კლიმატის ცვლილებებით განპირობებული გამოწვევების დაძლევის გზებზე გაამახვილებს ყურადღებას".

 

კომენტარები