ომბუდსმენობის კანდიდატები

ხვიჩია: შინაგანი რწმენა მაქვს, რომ კორონავირუსი უფრო ლაბორატორიულია, ვიდრე ბუნებრივი

მე შინაგანი რწმენა მაქვს, რომ კორონავირუსი უფრო ლაბორატორიულია, ვიდრე ბუნებრივი, თუმცა, ცხადია, ახლა 100%-ით ამის თქმა არ შემიძლია. მე რა ინფორმაციაც მაქვს და რისი შინაგანი რწმენაც მაქვს, ლაბორატორიულისკენ ვიხრები.

თქვა სახალხო დამცველობის კანდიდატმა, პარტია გირჩის დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში. ევროპელი სოციალისტების წევრმა, ფრიდონ ინჯიამ ხვიჩიას ჰკითხა, მისი აზრით, COVID-19 ბუნებრივი ვირუსია თუ ლაბორატორიული.

კომენტარები