რა თქმა უნდა, მე დავიცავ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, ოღონდ, ერთი პირობით-თქო და რა არისო, პრაიდის მომხრე არ ვარ. მე არ მომწონს, როდესაც პროპაგანდას უკეთებ იმას, რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის არ არის მისაღები. კიბატონო, იყავი როგორიც ხარ, მაგრამ ნუ მოახვევ შენს ქმედებას სხვას და ნუ ჩაითრევ სხვას, რომელიც შეგნებით არასწორად მიგაჩნია, მაგრამ სიტუაციებიდან გამომდინარე, გამოუვალ მდგომარეობაში ხარ და ყოფილა ასეთი შემთხვევა. ასეთ ადამიანებს ორ ჯგუფად ვყოფ: რომლებიც დაბადებიდანვე ასეთები არიან და მე მათ არც სამკურნალოებად მივიჩნევ და არც რარაც გადახრებით. არა, ისინი ბუნებამ დაბადა ასეთი და ასეთები არიან. მეორე ჯგუფია, რომელიც ცხოვრებამ, ანუ ეტაპობრივად გახდნენ ასეთები - იყვნენ ვაჟკაცურები, ან პირიქით, ქალურები და ცხოვრებამ გახადა ასეთი.
ომბუდსმენობის კანდიდატები
ომბუდსმენობის კანდიდატი: დავიცავ ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, ოღონდ, პრაიდს არ ვემხრობი
tbl.ge/669h
დაკოპირდა
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატმა, მაკა მინდიაშვილმა მოსმენისას თქვა.
ამავე თემაზე
- ომბუდსმენობაზე კომიტეტმა ჯანეზაშვილს მხარი არ დაუჭირა, ყველაზე მეტი ხმა ბურჯანაძემ მიიღო
- ხვიჩია: შინაგანი რწმენა მაქვს, რომ კორონავირუსი უფრო ლაბორატორიულია, ვიდრე ბუნებრივი
- ჯანეზაშვილი: უარს ვამბობ ომბუდსმენობის კანდიდატების გასაუბრებაში მონაწილეობაზე
- ომბუდსმენობის კანდიდატი: ბევრი ოლიგარქი არაა ცუდი, ქვეყანაში უნდა გვყავდეს მდიდარი ხალხი
- ომბუდსმენობის კანდიდატი რელიგიურ უმცირესობებზე: პრიორიტეტს ქრისტიანობას მივანიჭებ