ომბუდსმენობის კანდიდატები

ომბუდსმენობაზე კომიტეტმა ჯანეზაშვილს მხარი არ დაუჭირა, ყველაზე მეტი ხმა ბურჯანაძემ მიიღო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს კენჭი უყარეს.

ყველაზე მეტი ხმა მოქმედი ომბუდსმენის მოდაგილემ, გიორგი ბურჯანაძემ მიიღო. მას მხარი ქართულმა ოცნებამ, ლელომ, ნაციონალურმა მოძრაობამ და საქართველოსთვის დაუჭირეს. 

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ნაზი ჯანეზაშვილს და მიზეზად მისი პარლამენტში გასაუბრებაზე არ მისვლა დასახელდა. მას ხმა მხოლოდ ლელომ და ენმ-მა მისცა. 

კომიტეტმა მხარი ასევე არ დაუჭირა კიდევ 3 კანდიდატს: გიორგი ცობეხიას, ჯემალ ნათელაშვილს, ნიკოლოზ ნიკოლაძეს, რადგან მათ კანდიდატურა მოხსნეს. 

კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები არიან:

  • ანა აბაშიძე
  • მარიკა არევაძე
  • გიორგი ბურჯანაძე
  • ლელა გაფრინდაშვილი
  • სოფიო დემეტრაშვილი
  • თინათინ ერქვანია
  • ევგენია თავაძე
  • ალექსანდრე კობაიძე
  • ლევან კოკორაშვილი
  • ნუგზარ კოხრეიძე
  • გიორგი მარიამიძე
  • სერგო მახარაძე
  • მაკა მინდიაშვილი
  • ქეთევან ჩაჩავა
  • იაგო ხვიჩია

კომიტეტის გადაწყვეტილებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 19-ვე კანდიდატს უყრიან კენჭს. 

 

კომენტარები