ხვიჩა კვარაცხელია

იტალიის პოლიციამ ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი იპოვა

საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ნახევარმცველს, ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა ავერსასთან ახლოს, ტრენტოლა-დუცენტას გზაზე იპოვეს. იტალიის პოლიციის შეფასებით, მანქანა კარგ მდგომარეობაშია. 

3 ნოემბერს ქურდებმა ნეაპოლის შემოგარენში, კუმეს დასახლებაში მდებარე ფეხბურთელის სახლიდან მისი ავტომობილი Mini Countryman მოიპარეს.

ადგილობრივი გამოცემა CalcioNapoli24-ის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ კვარაცხელიამ ადგილობრივ პოლიციას დილითვე აცნობა და ამის შემდეგ გუნდს ვარჯიშზე შეუერთდა.

კომენტარები