ხვიჩა კვარაცხელია

კვარაცხელია: ბევრი ვიშრომე პირველი გოლისთვის, კიდევ მეტი უნდა გავიტანო ამ გუნდისთვის

ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ეს ჩემი ოცნება იყო.

საუკეთესო შეგრძნებაა ასეთ საოცარ სტადიონზე, ასეთი ბრწყინვალე გულშემატკივრის წინ გოლის გატანა. ბევრი ვიმუშავე, რათა პირველი გოლი გამეტანა და მინდოდა, ეს მალევე მომხდარიყო.

ახლა, უბრალოდ მუშაობა უნდა გავაგრძელო და კიდევ მეტი გავიტანო ამ საოცარი გუნდისთვის.

აქ ყველა საუკეთესოა და ჩვენ სრულად ფეხბურთზე ვართ კონცენტრირებული - ძალიან ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ და ასეთ ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობ.

თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ, საფეხბურთო კლუბ მონაკოსთან მატჩის შემდეგ, სადაც მან პირველი გოლი გაიტანა, როგორც კლუბ პარის სენ ჟერმენის მოთამაშემ.

ცნობისთვის, საფეხბურთო კლუბმა, პარის სენ ჟერმენმა გასულ ღამეს მონაკო ანგარიშით 4:1 დაამარცხა. 

კომენტარები