PSG-ს ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ფაზის ბოლო ტურში ნიუკასლის წინააღმდეგ თამაშისას კოჭის ტრავმა მიიღო.
"კიდევ ერთი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს. ხვალ უნდა ვნახოთ, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა. მდგომარეობა რთულია. იმედი მაქვს, რომ ვცდები. იმედი მაქვს, ხვალ კარგი ამბები გვექნება" - თქვა PSG-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ქართველმა ფეხბურთელმა მოედანი 23 წუთზე დატოვა, თუმცა მანამდე ერთი საგოლე პასი გააკეთა. საბოლოოდ, PSG-მ ნიუკასლის დამარცხება ვერ შეძლო და თამაში 1:1 დასრულდა.





