ხვიჩა კვარაცხელია

კვარაცხელია: პსჟ-ს ოცნებები ჩემი ოცნებებიცაა და ახლა ერთად ვიბრძოლებთ მათი ასრულებისთვის

დიდი პატივია პსჟ-ის მაისურის ტარება, ვოცნებობდი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში თამაშზე. ამით ძალიან ვამაყობ, პსჟ-ს ოცნებები ჩემი ოცნებებიცაა და ახლა ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ოცნებების ასრულებისთვის. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ.

თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ PSG TV-სთან ინტერვიუში.

კვარაცხელია ფრანგული საფერხბურთო კლუბის, პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია. ქართველმა ფეხბურთელმა პსჟ-სთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კვარაცხელიას ტრანსფერისთვის ნაპოლიმ 70 მილიონი ევრო მიიღო. გავრცელებული ცნობით, კვარაცხელიას ანაზღაურება სეზონში 11 მილიონი ევრო იქნება.

კომენტარები