აფეთქება

თბილისში ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა

ტაბულა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტუერეს.

როგორც ტაბულასთვის გახდა ცნობილი, კაცს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. მან სასტუმროს ნომერი იქირავა და შემდეგ ამავე ნომერში ხელყუმბარა ააფეთქა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტოში ტაბულას უთრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

კომენტარები