აფეთქება

ისანი-სამგორის რაიონში ავტოფარეხში აფეთქება მოხდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, წულუკიძის ქუჩაზე ავტოფარეხში გაზის ბალონი აფეთქდა. 

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ეუბნებიან, შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. ის კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როცა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. 

კომენტარები