აფეთქება

სირიაში აფეთქება მოხდა იმ სასტუმროსთან ახლოს, სადაც მაკრონი უნდა მისულიყო

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, დამასკოში, იმ სასტუმროსთან ახლოს, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უნდა მისულიყო, 2 ბომბი აფეთქდა. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, მაკრონს აფეთქების ხმაც არ გაუგია და ამ ფაქტს მის შეხვედრებზე გავლენა არ მოუხდენია.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, აფეთქება ხალხმრავალ ადგილას, სასტუმრო Four Seasons-ის მოპირდაპირე მხარეს მოხდა, სადაც მაკრონი სირიის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა. აფეთქების შემდეგ, 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 პოლიციელია. 

მაკრონი სირიაში 6 ივლისს ჩავიდა. 

კომენტარები