ამერიკის შეერთებული შტატები

ლოიდ ოსტინმა აშშ-ს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია წარადგინა

ლოიდ ოსტინი
Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა აშშ-ს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია წარადგინა. პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ აშშ-ს მთავარ კონკურენტად კვლავაც ჩინეთი რჩება, რომელსაც სურს, ეცვალოს საერთაშორისო წესრიგი და ასევე, აქვს მზარდი ძალაუფლება ამის გასაკეთებლად.

ამასთან ერთად, ოსტინის თქმით, რუსეთი რჩება მწვავე საფრთხედ, თუმცა აშშ-ს თავდაცვის მდივნის განცხადებით, "რუსეთს არ შეუძლია, სისტემატიურად გამოიწვიოს აშშ გრძელვადიან პერსპექტივში“.

"რუსეთის მთავრობა, რომელიც მეზობლების დამოუკიდებლობას ვერ იტანს, ისწრაფვის, გამოიყენოს ძალა საზღვრების შესაცვლელად და იმპერიალისტური გავლენების სფეროების აღდგენას. რუსეთს აქვს ტერიტორიული აგრესიის ისტორია, რომელი მოიცავს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და არაპროვოცირებული ომის ესკალაციას". - წერია დოკუმენტში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის პრიორიტეტებს შორის არის აშშ-ს, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ სტრატეგიული თავდასხმების შეკავება.

კომენტარები