კანიე უესტი

FORBES: კანიე უესტი მილიარდერი აღარ არის

Variety

გამოცემა Forbes-ის მონაცემებით რეპერი კანიე ვესტი მილიარდერი აღარ არის, ვინაიდან ჰიპ-ჰოპ არტისტთან ანტისემიტური კომენტარების გამო რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ გაწყვიტა ურთიერთობა.

21 ოქტომბერს უესტთან ურთიერთობა გაწყვიტა მოდის სახლმა Balenciaga

მუსიკოსი ბრენდთან აქტიურად მას შემდეგ თანამშრომლობს, რაც მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი DEMNA გახდა. უკანასკნელი ჩვენება სწორედ ჰიპ-ჰოპ არტისტმა გახსნა, ასევე ჰქონდა თავისი ტანსაცმლის ხაზის - Gap Yeezy-სა და Balenciaga-ს კოლაბორაცია. გასულ თვეში - სექტემბერში, კანიე უესტთან თანამშრომლობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება Gap-მაც მიიღო.

25 ოქტომბერს ბალენსიაგას მსგავსად უსტთან ყველანაირი ურთიერთობა შეაჩერა Adidas-მა.

"ადიდასისთვის მიუღებელია ანტისემიტიზმი და ნებისმიერი სახის სიძულვილის ენა. Ye-ს უკანასკნელი ქმედებები და კომენტარები მიუღებელია, სიძულვილს გამოხატავს და საშიშია და ისინი არღვევენ კომპანიის ღირებულებებს მრავალფეროვნებასა და ჩართულობაზე, ურთიერთპატივისცემასა და სამართლიანობაზე". - წერია კომპანიის განცხადებაში.

გარდა ამისა უესტის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის კინოგაქირავებაში ჩაშვებაზე უარი თქვა სტუდია MRC-მა.

კომენტარები