პოლონეთისა და სამხრეთ კორეის შეიარაღების შესყიდვის შეძენის ფარგლებში გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ვარშავა აზიური ქვეყნისგან K239 Chunmoo-ს ტიპის რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემის 288 ერთეულს შეიძენს. პოლონეთმა აქამდე სამხრეთ კორეასთან ტანკებისა და ჰაუბიცების ხელშეკრულება გააფორმა.
Chunmoo-ს სისტემების პირველი 18 ერთეული დანიშნულების ადგილზე 2023 წლისთვის ჩავა და აღმოსავლეთ პოლონეთის დასაცავად განთავსდება, როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა. სისტემები კომპანია Hanwha-ს ნაწარმია.
შეთანხმება გაფორმდა მას შემდეგ, რაც პოლონეთმა აქამდე შეკვეთილი ტანკებისა და ჰაუბიცების ნაწილი მიიღო.
ორმა ქვეყანამ $5.8 მილიარდიანი კონტრაქტი ვარშავაში, ივლისში გააფორმა. პოლონეთმა შეიარაღების გაუმჯობესება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.
კორეული კომპანიების ინფორმაციით, პოლონეთმა უკვე მიიღო K2 Black Panther-ის ტიპის ტანკის 10 ერთეული, შეკვეთილი 180-დან და 24 K9 ტიპის თვითმავალი ჰაუბიცა, შეკვეთილი 212-დან. ამას გარდა, პოლონეთი სამხრეთ კორეისგან 48 ერთეულ FA-50 ტიპის ავიაგამანადგურებლებს შეიძენს.