საგარეო ვაჭრობა

წინა წელთან შედარებით ექსპორტი 35.3%-ით გაიზარდა, იმპორტი – 34.4%-ით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13 612.2 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 4 097.2 მლნ დოლარია (+37.4%), ხოლო იმპორტი - 9 515.0 მლნ დოლარი (+34.4%). უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 5 417.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8%-ია.

2022 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასეთია: ჩინეთი (574.8 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (488.6 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (473.2 მლნ. აშშ დოლარი).

იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან იმპორტში 67.1% იყო. პირველ სამეულშია: თურქეთი (1 681.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 243.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (829.3 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 035.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 716.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 404.1 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 753.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 590.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 14.4%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 431.6 მლნ. აშშ დოლარით (10.5%)

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 086.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11.4% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 021.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 10.7%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 568.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.0%).

კომენტარები