ბელარუსი

რუსეთი ბელარუსში დაახლოებით 170 ტანკსა და 200 საბრძოლო მანქანას განალაგებს

TASS

რუსეთი ბელარუსში რეგიონალური ძალების კონტინგენტში დაახლოებით 170 ტანკს, 200 საბრძოლო ჯავშნოსან მანქანასა და 100 საარტილერიო დანადგარსა და ყუმბარმტყორცნებს გაგზავნის. ამის შესახებ ბელარუსის საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის მეთაურმა, ვალერი რევენკომ განაცხადა.

აქამდე, გასულ დღეს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში 9000 რუსი სამხედრო განლაგდებოდა. 

10 ოქტომბერს ბელარუსი და რუსეთი საერთო რეგიონული სამხედრო ძალების განლაგებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ისაუბრა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე.

ბელარუსი რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომში აქტიურად ეხმარება. ომის საწყის ეტაპზე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუსის ტერიტორია უკრაინაში შესაჭრელადაც გამოიყენეს. ბელარუსიდან მეზობელ ქვეყანაზე ხორციელდება სარაკეტო იერიშებიც. 

ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინა ბელარუსზე თავდასხმას გეგმავდა და იერიშის შემთხვევაში კიევს დაემუქრა კიდეც. ამჟამად ბელარუსში გამოცხადებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი.

კომენტარები