რუსეთი-ბელარუსი

ლუკაშენკო და პუტინი ერთობლივი რეგიონალური ძალების განლაგებაზე შეთანხმდნენ

ბელარუსი და რუსი სამხედროები ერთობლივ წვრთნებზე
ვიქტორ ტოლოჩკო

ბელარუსი და რუსეთი საერთო რეგიონული სამხედრო ძალების განლაგებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ისაუბრა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე. 

"მოკავშირე სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებთან ვითარების გაუარესების გამო, ჩვენ შევთანხმდით რუსეთის ფედერაციისა ად ბელარუსის რესპუბლიკის რეგიონული სამხედრო ჯგუფების განლაგებაზე. ეს თავსებადობაში მოდის ჩვენს დოკუმენტებთან, სადაც ნათქვამია, რომ თუ საფრთხის დონე აღწევს ამჟამად არსებულ დონეს, ჩვენ დავიწყებთ მოკავშირე სახელმწიფოს სამხედრო ჯგუფების გამოყენებას. ამ ჯგუფის ძირითადი ნაწილი არის ბელარუსის შეიარაღებული ძალები. გაცნობებთ, რომ ამ ჯგუფის ფორმირება ორი დღის წინ დაიწყო". –თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, რუსეთს არსებულ მომენტში არ შეუძლია კიდევ ერთ კონფლიქტთან გამკლავება, შესაბამისად, რუსეთის შეიარაღებული ძალები დიდი რაოდენობით არ იქნება წარმოდგენილი საერთო რეგიონულ სამხედრო ჯგუფში, თუმცა, მისი რაოდენობა მაინც ათასზე მეტი იქნება.

კომენტარები