ბელარუსი

BelTA: ბელარუსის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

REUTERS/Vasily Fedosenko/File Photo

ბელარუსის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო BelTA წერს, რომ "ნაფტანის" ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, თუმცა, მათივე თქმით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

Reuters-ის ცნობით, ხანძრის მიზეზი დიზელის საწვავთან დაკავშირებული ინციდენტი იყო.

"ნაფტანი," რომელიც ჩრდილოეთ ბელარუსში, ქალაქ ნოვოპოლოცკში, მდებარეობს, ქვეყნის ორ ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შორის ერთ-ერთია. მას დღეში დაახლოებით 200 000 ბარელი ნავთობის გადამუშავება შეუძლია.

კომენტარები