რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელარუსი: საზღვრების დასაცავად, ქვეყნის ტერიტორიაზე 9 000 რუსი სამხედრო განლაგდება

REUTERS/Alexander Ermochenko

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საზღვრების დასაცავად, ქვეყანაში 9 000 რუსი სამხედრო განლაგდება. სამინისტროს ცნობით, მიღებული ზომები რუსეთისა და ბელარუსის "რეგიონული დაჯგუფების" ნაწილია.

"სამხედროების პირველი მატარებლები უკვე ჩამოვიდნენ. მათ ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებას რამდენიმე დღე დასჭირდება.". - წერს ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვალერი რევენკო.

გასულ კვირას, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსის ჯარები, რუსულ ძალებთან ერთად უკრაინისა და დასავლეთისგან მომავალი საფრთხეების ფონზე, უკრაინის საზღვართან ერთობლივად განლაგდებიან.

კომენტარები