ბელარუსი

ბელარუსში გამოცხადებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსში "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია" გამოცხადებული. ამის შესახებ რუსულ გაზეთ Известия-სთან ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკეიმ ისაუბრა.

მაკეის თქმით, ეს რეჟიმი დააწესეს ზოგიერთი მეზობლის მხრიდან "შესაძლო პროვოკაციების" გამო.

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის დიქტატორმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ძალოვან სტრუქტურებთან რამდენიმე სხდომა გამართა.

"დაწესებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. ნამდვილად, იყო ინფორმაცია, რომ გარკვეული მოსაზღვრე სახელმწიფოების მხრიდან იგეგმება პროვოკაციები, რომლებიც, თითქმის, უკავშირდება ბელარუსის გარკვეული ტერიტორიების მიტაცებას". - თქვა მაკეიმ.

აქამდე, გასულ დღეებში ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინას ბელარუსზე თავდასხმის მზადებაში ადანაშაულებდა.

ბელარუსს უკრაინისა და რუსეთის გარდა ესაზღვრება ლიტვა, ლატვია და პოლონეთი.

კომენტარები