რუსები საქართველოში

ღუდუშაური საქართველოში რუსების შემოსვლაზე: დედას გეფიცებით, კონტროლდება

ცივილიზებული სამყარო არ არის ჩამოყალიბებული, ზოგადად რა მიდგომა უნდა იყოს, ამ შემთხვევაში. არამგონია, რომ ზოგადად ვინმეს ჩაკეტილი ჰქონდეს საზღვარი და ასე ვთქვათ, პირველი მერცხლები როგორ ან რატომ უნდა ვიყოთ, ესეც გაუგებარია. როდესაც სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ამბობენ, რომ - დიახ, ყველაფერი კონტროლდება, თუმცა, რა თქმა უნდა, სტატისტიკა გაზრდილია და ეს ცალსახააო, ასეთ შემთხვევაში, ყოვლად დაუშვებელია იმაზე მეტი აჟიოტაჟის ატეხვა, ვიდრე ზოგადად, ობიექტური სურათი არსებობს. დედას გეფიცებით, რუსების შემოსვლა კონტროლდება.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური საქართველოში დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით.

კომენტარები