ფულადი გზავნილები

20 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 387.2 მლნ აშშ დოლარი (1 103.5 ლარი) შეადგინა, რაც 84.6%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შემოსული გზავნილების 44.93% რუსეთის ფედერაციაზე მოდის - 173.94 მილიონი დოლარი, რაც 350.97%-ით მეტია 2021 წლის სექტემბერთან შედარებით. ამასთან, რუსეთის გარდა კიდევ ექვსი ქვეყანაა, საიდანაც ფულადი გზავნილები მინიმუმ 100%-ით გაიზარდა - ყირგიზეთი, სომხეთი, ბელარუსი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და გაერთიანებული სამეფო.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. რუსეთის ფედერაცია - $173.94 მლნ;
  2. იტალია - $36.29 მლნ;
  3. აშშ - $28.68 მლნ;
  4. საბერძნეთი - $18.45 მლნ;
  5. ყირგიზეთი - $18.12 მლნ;
  6. ისრაელი - $16.14 მლნ;
  7. გერმანია - $15.92 მლნ;
  8. ყაზახეთი - $10.13 მლნ;
  9. თურქეთი - $9.82 მლნ;
  10. სომხეთი - $8.98 მლნ
  11. ბელარუსი - $6.69 მლნ;
  12. აზერბაიჯანი - $4.53 მლნ;
  13. ესპანეთი - $4.32 მლნ;
  14. გაერთიანებული სამეფო - $3.87 მლნ;
  15. საფრანგეთი - $3.85 მლნ;
  16. ტაჯიკეთი - $3.80 მლნ;
  17. პოლონეთი - $2.80 მლნ;
  18. უზბეკეთი - $2.70 მლნ;
  19. ირლანდია - $2.39 მლნ;
  20. კანადა - $1.35 მლნ;

2021 წელს ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 2.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული. 

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია. 

მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. 

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსებაუცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრებით.

კომენტარები