ფულადი გზავნილები

15 ქვეყანა, საიდანაც იანვარში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 282.64 მილიონი აშშ დოლარი (761.9 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 16.6%-ით (40.2 მილიონი აშშ დოლარი) მეტია 2025 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 18.82%) ფულადი გზავნილი იტალიიდან შემოვიდა  - 53.18 მილიონი დოლარი, რაც 15.21%-ით მეტია 2025 წლის იანვართან შედარებით. მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები (18.41%), საიდანაც გასულ თვეში 52.04 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 10%-იანი მატებაა.

მესამე ადგილზეა რუსეთი (11.86%) 33.51 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2025 წლის იანვართან შედარებით 31.61%-იანი მატებაა.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. იტალია - $53.18 მილიონი. 
  2. აშშ - $52.04 მილიონი.
  3. რუსეთის ფედერაცია - $33.51 მილიონი. 
  4. ისრაელი - $24.66 მილიონი.
  5. გერმანია - $24.11 მილიონი.
  6. საბერძნეთი - $22.4 მილიონი.
  7. თურქეთი - $9.53 მილიონი.
  8. ესპანეთი - $7.4 მილიონი.
  9. საფრანგეთი - $5.34 მილიონი.
  10. ყაზახეთი - $5.21 მილიონი.
  11. გაერთიანებული სამეფო - $4.91 მილიონი.
  12. ირლანდია - $4.22 მილიონი.
  13. ყირგიზეთი - $4.07 მილიონი.
  14. აზერბაიჯანი - $3.1 მილიონი.
  15. პოლონეთი - $2.49 მილიონი

სებ-ის ცნობითვე, 2026 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.2 მილიონი აშშ დოლარი (84 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.2%-ით მეტია.

კომენტარები