ფულადი გზავნილები

15 ქვეყანა, საიდანაც თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.32 მილიონი აშშ დოლარი (792 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 17.1%-ით (43 მილიონი აშშ დოლარი) მეტია 2025 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 18.4%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა  - 54.34 მილიონი დოლარი, რაც 14.79%-ით მეტია 2025 წლის თებერვალთან შედარებით. მეორე ადგილზეა იტალია (17.89%), საიდანაც გასულ თვეში 52.85 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 19.07%-იანი მატებაა.

მესამე ადგილზეა რუსეთი (12.2%) 36.02 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2025 წლის თებერვალთან შედარებით 18.78%-იანი მატებაა.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. აშშ - $54.34 მილიონი.
  2. იტალია - $52.85 მილიონი. 
  3. რუსეთის ფედერაცია - $36.02 მილიონი. 
  4. ისრაელი - $25.36 მილიონი.
  5. გერმანია - $24.39 მილიონი.
  6. საბერძნეთი - $23.73 მილიონი.
  7. თურქეთი - $10.85 მილიონი.
  8. ესპანეთი - $7.77 მილიონი.
  9. საფრანგეთი - $5.89 მილიონი.
  10. ყაზახეთი - $5.86 მილიონი.
  11. ირლანდია - $5.08 მილიონი.
  12. გაერთიანებული სამეფო - $4.85 მილიონი.
  13. ყირგიზეთი - $4.85 მილიონი.
  14. აზერბაიჯანი - $3.16 მილიონი.
  15. პოლონეთი - $2.68 მილიონი

სებ-ის ცნობითვე, 2026 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 33 მილიონი აშშ დოლარი (88.4 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.8%-ით მეტია.

კომენტარები