საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 2.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია და 2020 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე, დაახლოებით, 24%-ით მეტია.
10 ქვეყანა, საიდანაც გასულ თვეში ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა:
- რუსეთი - $411.4 მილიონი
- იტალია - $385.7 მილიონი
- აშშ - $284.3 მილიონი
- საბერძნეთი - $240.1 მილიონი
- ისრაელი - $186.7 მილიონი
- გერმანია - $113.3 მილიონი
- თურქეთი - $104.5 მილიონი
- უკრაინა - $92.7 მილიონი
- აზერბაიჯანი - $85.2 მილიონი
- ყაზახეთი - $61.8 მილიონი
საქართველოდან საზღვარგარეთ კი 2021-ში 316.9 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, დაახლოებით, 28%-ით მეტია. ყველაზე მეტს ჩვენი მოქალაქეები რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში რიცხავენ.