ფულადი გზავნილები

15 ქვეყანა, საიდანაც მარტში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 320.6 მილიონი აშშ დოლარი (871.6 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 9.8%-ით (28.7 მილიონი აშშ დოლარი) მეტია 2025 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 19.03%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა  - 61 მილიონი დოლარი, რაც 10.89%-ით მეტია 2025 წლის მარტთან შედარებით. მეორე ადგილზეა იტალია (17.25%), საიდანაც გასულ თვეში 55.29 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 9.58%-იანი მატებაა.

მესამე ადგილზეა რუსეთი (11.91%) 38.3 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2025 წლის მარტთან შედარებით 0.93%-იანი მატებაა.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. აშშ - $61 მილიონი.
  2. იტალია - $55.29 მილიონი. 
  3. რუსეთის ფედერაცია - $38.3 მილიონი. 
  4. გერმანია - $28.33 მილიონი.
  5. საბერძნეთი - $26.89 მილიონი.
  6. ისრაელი - $26.88 მილიონი.
  7. თურქეთი - $11.55 მილიონი.
  8. ესპანეთი - $8.75 მილიონი.
  9. საფრანგეთი - $6.58 მილიონი.
  10. ყაზახეთი - $6.44 მილიონი.
  11. ირლანდია - $5.30 მილიონი.
  12. გაერთიანებული სამეფო - $4.79 მილიონი.
  13. ყირგიზეთი - $3.97 მილიონი.
  14. აზერბაიჯანი - $3.54 მილიონი.
  15. პოლონეთი - $3.24 მილიონი

სებ-ის ცნობითვე, 2026 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 36.7 მილიონი აშშ დოლარი (99.9 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.5%-ით მეტია.

კომენტარები