რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: აშშ დე ფაქტოდაა ჩართული კონფლიქტში – ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს

დიმიტრი პესკოვი
Natalia Kolesnikova / AFP / Getty Images

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები "დე ფაქტოდ" არის ჩართული უკრაინისა და რუსეთის კონფლიქტში. პესკოვმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერას.

"აშშ-ს ჩართულობის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია. აშშ უკვე დე ფაქტოდაა ჩართული ამ კონფლიქტში. გვესმის აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაციის განცხადებები მათი გეგმების შესახებ – გააგრძელონ იარაღის მიწოდება და კიდევ უფრო გააჭიანურონ ეს კონფლიქტი, გახადონ იმდენად მტკივნეული უკრაინისთვის, რამდენადაც ეს შესაძლებელია". – თქვა პესკოვმა.

10 ოქტომბერს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო უკრაინაში რუსეთის მიერ განახლებული საჰაერო თავდასხმები და მათ მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაჰპირდა. ჯო ბაიდენის თქმით, თავდასხმები მხოლოდ გაზრდის უკრაინის მიმართ ამერიკის თანადგომას.

10 ოქტომბერს უკრაინის მასშტაბით სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა, 105 კი დაშავდა. თავდასხმების შედეგად კრიტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა 12 რეგიონსა და დედაქალაქში დაზიანდა. გაჩნდა 30-ზე მეტი ხანძრის კერა. რუსმა ოკუპანტებმა კიევიზაპოროჟიე და სლავიანსკი დაბომბეს.

კომენტარები