ბუჩამდე იყო აფხაზეთი

გონჩარენკო: ბუჩამდე იყო აფხაზეთი

Eurosolidarity.org

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ოლეკსეი გონჩარენკო კამპანია ბუჩამდე იყო აფხაზეთს გამოეხმაურა და Twitter-ზე დაწერა, რომ ბუჩა არ იყო პირველი ადგილი, სადაც რუსეთმა მსგავსი საშინელებები ჩაიდინა.

"პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთმა ბუჩის მსგავსი საშინელებები ჩაიდინა. ბუჩამდე იყო აფხაზეთი. აქტივისტებმა ახლა გადაწყვიტეს რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკის არქივების გაციფრულება. ადამიანებს თავი მოკვეთეს, ცოცხლად დაწვეს, 800 ქალი გააუპატიურეს". – დაწერა გონჩარენკომ.

ბუჩამდე იყო აფხაზეთი თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულას, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, ევროპული საქართველოსა და აფხაზთა კრების მიერ წამოწყებული კამპანიაა. 

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, 21:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების დასაცავად აქცია გაიმართება.

კამპანიას ასევე გამოეხმაურნენ ბრიტანელი მწერალი და ჟურნალისტი, დავიდ პატრიკარაკოსი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი, საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი. ამასთანავე, Tweet-ს აზიარებენ აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, მაიკლ მაკფოლიWashington Examiner-ის ჟურნალისტი, ტომ როგანი და Bloomberg View-ს მიმომხილველი ელი ლეიკი.  

რუსეთის მიერ 1992-1993 წლებში ჩადენილი ქართველების გენოციდის აღიარების კამპანია 24 მაისს კლუბ KHIDI-ში გამართული  ინტერაქტიული ექსპოზიციით დაიწყო. ამის შემდეგ კი კამპანიის ფარგლებში ფილმის ჩვენება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

თუ გსურთ, ჩაერთოთ გენოციდის აღიარების კამპანიაში, ხელი მოაწერეთ პეტიციას

რუსული გენოციდის ხელწერის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ტაბულას სტატიას:

დაზარალებულთა ტრაგედიის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიები:

აფხაზეთში ჩადენილი ომის დანაშაულის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატია: 

კომენტარები