ბუჩამდე იყო აფხაზეთი

იან კელი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი

იან კელი
RFE/RL

ბუჩამდე იყო აფხაზეთი -  რუსეთის დანაშაულების აღიარების კამპანიას მხარს საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი უჭერს.  

"ქართველები უკრაინელების გვერდით დგანან, რადგან იციან რუსული შემოჭრის სისასტიკე. ბუჩამდე იყო აფხაზეთი". - დაწერა მან Twitter-ზე. 

იან კელიმ გააზიარა ამერიკის ხმის ჟურნალისტის, ანი ჩხიკვაძის ტვიტი, სადაც კამპანიის ბუჩამდე იყო აფხაზეთი შესახებ ვკითხულობთ.  

"კამპანია, რომელიც თქვენს ყურადღებას იმსახურებს. უკრაინის ომმა საქართველოში ბევრს აფხაზეთში მომხდარი სისასტიკის ხსოვნა გაუცოცხლა. მსხვერპლთა ისტორიები ჯერ არარავის უამბია. გთხოვთ, დაგვეხმარეთ ინფორმაციის გავრცელებაში", - წერს Twitter-ზე ანი ჩხიკვაძე.  

კამპანიას ასევე გამოეხმაურნენ ბრიტანელი მწერალი და ჟურნალისტი, დავიდ პატრიკარაკოსი და ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი. ამასთანავე, ტვიტს აზიარებენ აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, მაიკლ მაკფოლიWashington Examiner-ის ჟურნალისტი, ტომ როგანი და Bloomberg View-ს მიმომხილველი ელი ლეიკი.  

რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანია 24 მაისს კლუბ KHIDI-ში გამართული  ინტერაქტიული ექსპოზიციით დაიწყო. ამის შემდეგ კი კამპანიის ფარგლებში ფილმის ჩვენება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, 21:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების დასაცავად აქცია გაიმართება.

თუ გსურთ, ჩაერთოდ გენოციდის აღიარების კამპანიაში ხელი მოაწერეთ პეტიციას

რუსული გენოციდის ხელწერის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ტაბულას სტატიას:

დაზარალებულთა ტრაგედიის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიები:

აფხაზეთში ჩადენილი ომის დანაშაულის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატია: 

კომენტარები