ახლა რაც შეეხება ივანიშვილის ფასკუნჯებს თუ არ ვიცი, ვინ არიან ეგენი, ეგ უთავმოყვარეო ხალხი. მე არ ვიცი, თავის ოჯახს აუხსნას, რატომ შეიძლება იყოს პროვოკაცია რუსეთის მიერ ჩადენილი საშინელებების ჩვენება საქართველოს ოკუპირებულ საზღვართან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ეგენი არიან უეროვნებო მანქურთები, მაგათ არ აქვთ თავმოყვარეობა, მაგათ არ გააჩნიათ ღირსება, ეგენი არიან ლაჩრები, ეგენი არიან მხდალები და მთელი საქართველოს მოსახლეობა ჰგონიათ თავისნაირი ბრიყვი და მხდალი. როგორ არ რცხვენია კაცს, პირიდან ამოუვიდეს, რომ პროვოკაციაა ის, თუ მე ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიტყვი იმას, რომ რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა.
ანუ ხვდებით, მათი ღირსება, მათი თავმოყვარეობა... მე არ ვიცი, თავისი ოჯახის წევრებს როგორ უყურებს თვალებში, ან არ ვიცი, ალბათ ეგრე ზრდის სხვებსაც. მე იმედი მაქვს, რომ მისი მომავალი თაობა მასზე უკეთესი იქნება და შერცხვება, ზუსტად ისე, როგორც ალბათ ფილიპე მახარაძის, სერგო ორჯონიკიძის შთამომავლობას.
არ ვიცი, ასეთ არარაობად როგორ უნდა გაჩნდე, რომ მხოლოდ ძალაუფლების, სტატუსის შესანარჩუნებლად გამოხვიდე და თქვა, რომ პროვოკაციაა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, საკუთარი პოლიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმის თქმა, რომ რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა. მაგ ხალხს არ აქვს თავმოყვარეობა, მაგ ხალხს არ აქვს ღირსება და ეგენი მალე გადაშენდებიან, ამოიძირკვებიან საქართველოდან.