აფხაზეთში რუსული გენოციდი

ბოკერია ყაველაშვილზე: ეს არის ანტიდასავლური ანუ ანტიქართული კურსის გაგრძელება

ეს არის გაგრძელება დეკლარირებული ანტიდასავლური ანუ ანტიქართული კურსის ანუ ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატის, ივანიშვილის და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვისგან. ამას აკეთებენ უტიფრად, ღიად და ამით უნდათ, ინიციატივა აიღონ, ასე პირდაპირ ცდილობენ, ეს სრულიად აბსურდული ბოდვა საზოგადოებას თავს მოახვიონ, მინიმუმ თავგზა აურიონ, რომ მტერი და მოყვარე ერთმანეთში აგვერიოს.

თან ეს ხდება საქართველოს ახალ ისტორიაში ალბათ უყველაზე უფრო მძიმე დღეს, როცა რუსეთმა დააორგანიზა ქართველების გენოციდი, მოგვაყენა უზარმაზარი დარტყმა ადამიანური, პოლიტიკური და ეს დღე, რომელიც არის ტრაგიკული დღე, უნდა იყოს ჩვენთვის, ყველასთვის ყოველთვის შეხსენება იმისა, ჯერ ერთი, ვინ არის ამ ისტორიულ მონაკვეთში ჩვენი მტერი, ვინ უქმნის საფრთხეს ჩვენს თავისუფლებას და ჩვენი შვილების მომავალს, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე. ეს არის რუსეთი, პუტინამდელი რუსეთი და სამწუხაროდ, შესაძლოა, პუტინის შემდგომი რუსეთიც.

მაშინ ისტორიული გარემოებების გამო საქართველო არ იყო ფოკუსში თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს და დასავლეთის. დაშლილმა და დანგრეულმა რუსეთმაც კი შეძლო ჩვენთვის ასეთი დარტყმის მოყენება. სწორედ ამისკენ მიჰყავს ივანიშვილს საქმე, საკუთარი ფულის და ძალაუფლების შენარჩუმებისთვის მზად არის, გაწიროს საქართველოს ინტერესები და დაუპირისპიროს ჩვენს მოკავშირეებს ანუ მინიმუმ, დაგვტოვოს ყურადღების გარეშე იმიტომ, რომ მოქმედებს საქართველოს ინტერესების საპირისპიროდ.

მაშინ როცა უკრაინელი ხალხის გმირობის ხარჯზე ყველა ჩვენგანს და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, თუ იმოქმედებს, რომ ამ  საფრთხისშემცველი ჭაობიდან გააღწიოს თავი და არასოდეს აღარ განმეორდეს ის, რაც მოხდა 29 წლის წინ და დიახ, ვიყოთ თავისუფალი, დაცული, და ჩვენი მოქალაქეები დაბრუნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია, საიდანაც ძალით გამოდევნეს გენოციდის გამოყენებით.

დღევანდელი დღის აღნიშვნას აქვს მორალური მნიშვნელობა იმ ადამიანების  მიმართ, ვინც სამწუხაროდ ამა თუ იმ დოზით ამდენი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ იყო, მათი ხმა არ ისმოდა და ამას აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ ვერავინ ვერასოდეს ვეღარ მოგვატყუოს - ვინ უნდა ჩავთვალოთ ჩვენს მტრად და თუ ერთიანობაზეა ლაპარაკი, რის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ და ვის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ წინააღმდეგ გაერთიანება აუცილებელია, როცა საფრთხეა და როცა მტერი გყავს, არ უნდა მოიტყუო თავო, რომ მტერი არ არსებობს, არ უნდა დააბნიო ხალხი ასე უსინდისოდ, რომ თუ ჩაწვები, მტერი თავს დაგანებებს. ეს არის უსინდისო ტყუილი, მოგონილი იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაზე. ე.წ ოთხეულის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, ენგურის ხიდთან ფილმის ჩვენება მიზნად "მეორე ფრონტის გახსნას" ისახავს. ის ამერიკის საელჩოს მოუწოდებს, გაემიჯნოს აფხაზეთში რუსეთის ჩადენილ გენოციდზე ტაბულას, ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტის, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების და აფხაზთა კრების კამპანიას, რომელსაც დეპუტატი "დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს.

დღეს, 26 სექტემბერს, 21:00 საათზე, სოფელ რუხში, ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე აჩვენეს ფილმი, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს. ორგანიზატორები არიან ტაბულა, ევროპული საქართველო, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი და აფხაზთა კრება.

ხვალ კი, სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, 21:00 საათზე, საქართველოს და უკრაინის მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად რუსთაველის ძეგლიდან მსვლელობას გავმართავთ და პარლამენტთან პროგრამით დავასრულებთ.

კომენტარები