იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

ჩერგოლეიშვილი: გვინდა, 27 სექტემბერი ვაქციოთ იმედის დღედ – ქართველები სახლებში დაბრუნდებიან

საქართველო დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე არასოდეს ყოფილა ასე ახლოს საკუთარი ეროვნული მიზნის აღსრულებასთან, არასოდეს, ასობით ათასი ქართველი დევნილი არ ყოფილა ასე ახლოს სახლში დაბრუნებასთან და ეს ყველაფერი განაპირობა უკრაინის თავგანწირულმა ბრძოლამ დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის. 

სწორედ ამიტომ, ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, კონსოლიდაცია უნდა გავაკეთოთ ამ მისიის გარშემო და უკრაინელების მხარდაჭერით, ბუნებრივია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის აღსანიშნავად, ვიკრიბებით სოხუმის დაცემის დღეს, რომელიც ეროვნული ტრაგედიის დღე იყო და გვინდა, რომ ეს დღე ვაქციოთ იმედის დღედ, იმედის დღედ, რომ ქართველები სახლებში დაბრუნდებიან და ამას გამოიწვევს აუცილებლად პუტინის მარცხი, რომელიც ვხედავთ, რომ ნელ-ნელა გარდაუვალი ხდება.

ამიტომ, ეს ისტორიული შანსი უნდა გამოვიყენოთ. ყველაფერი არის შანსების გამოყენებაზე, ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა გაუშვას ეს შანსი და კონსოლიდაცია გააკეთოს იმ მიზნის გარშემო, რომელიც არღვევს პარტიულ საზღვრებს. ყველასთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს ყველა მოსახლისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანია და ეს შესაძლებელია. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამ მიზანთან, თუ უკრაინელების თავგანწირული ბრძოლა წარმატებით დასრულდება და  სხვა გზა არც არის.

ტაბულას დამფუძნებელი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი 27 სექტემბერს დაგეგმილი მსვლელობისა და აქციის შესახებ.

კომენტარები